სირიის პრეზიდენტმა ბაშარ აღ-ასადმა რუს დეპუტატებთან შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასა და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
,,ინტერფაქსის” ინფორმაციით, რუს დეპუტატებთან მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის აყვავებისთვის არის მოწოდებული.
შეხვედრაზე მან პარალელი გაავლო სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის.
,,ქვეყნები განსხვავებულია, თუმცა მოვლენების არქიტექტორი ერთი - უკრაინელი ნაციონალები და სირიაში მოქმედი ტერორისტები ერთი ცენტრიდან იმართებიან”,-განაცხადა ასადმა.
გამოცემის ცნობით, მან რუსული კომპანიები სირიის პოტენციალის გამოყენებასა და ეკონომიკის აღორძინებაში მონაწილეობისთვის მიიწვია.
რუსი დეპუტატები სირიაში, 23 ოქტომბერს ჩავიდნენ და ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანეს.