უმუშევრობის მაჩვენებელი ესპანეთში 2011 წლიდან დღმდე რეკორდულად დაეცა. მესამე კვარტლის შდეგებით, დაუსაქმებელთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 21, 2 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი 2013 წელს 27 პროცენტს აღემატებოდა. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ესპანეთი უმუშევრობის მაჩვენებლით ევროპაში საბერძნეთის შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს.