ქარიშხალმა პატრისიამ მექსიკის სანაპიროებამდე მიაღწია. ამერიკის კონტინგენტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შტორმი ხალისკოს შტატს უახლოვდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სტიქიის შედეგები შესაძლოა კატასტროფული იყოს. მოსალოდნელი სტიქიური უბედურების გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, 3 შტატიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქარიშხლის სიჩქარე ამ დროისათვის საათში 305 კილომეტრს შეადგენს.