კრასნოგორსკში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ამირან გიორგაძის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ განაცხადა.მისივე ინფორმაციით, გიორგაძის ცხედარი კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. მან თავი სავარაუდოდ იმავე დღეს მოიკლა, როდესაც ოთხი ადამიანი მოკლა.გიორგაძესთან ერთად ბინაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი.