საზოგადოების მოვალეობაა, რაც შეიძლება სწარად განიმუხტოს ახალგაზრდათა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება და შეწყდეს მცდელობა ყველას საკუთარ აზრზე მოქცევისა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საერთო აზრია, რომ, ახალგაზრდებს შორის არსებული დაპირისპირებით ქართული საქმე ნამდვილად არ კეთდება და ეს არც ქართული სახელმწიფოს ინტერესებში შედის.
"თავისთავად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება დაპირისპირებულ ახალგაზრდათა სათავეში მყოფ ზრდასრულ ადამიანებს. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან არ ჩანს მზაობა ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ნიშნით, რაც აუცილებელი პირობაა რეალური მმართლმადიდებლობისა~, - განაცხადა სოსო ცოსკარიშვილმა.
მისი შეფასებით, სრულიად შეგნებულად ხდება ერთი მხრიდან დემოკრატიის მცნების ფალსიფიცირება, მეორე მხრიდან კი, მმართლმადიდებლობის, რადგან მსგავსი აგრესია მხოლოდ ფუნდამენტალიზმს შეიძლება გააჩნდეს.
`ტოლერანტობა და განსხვავებული აზრის არსებობა, რომელიც ძირითადი საფუძველი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა, პატივისცემის საგანი უნდა იყოს ნებისმიერი პოზიციის მქონე მოქალქისთვის~, - განაცხად სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ყოვლად დაუშვებელია, ის რაც გუშინ საღამოს ტელეკომპანია "კავკასიასთან" ხდებოდა.
`შესაძლოა, ზოგიერთმა ოპონენტმა თქვას - არ წერია კანონში, რომ დაუშვებელია ღია ეთერში შევარდნა კერძო საკუთრებაში. მსგავსი განმარტებებით და ცრუ არგუმენტებით მხოლოდ დავნერგავთ ამ პრაქტიკას და ველური ერის სახელს დავიმკვიდრებთ მსოფლიოში~, - განაცხადა ექსპერტმა.
ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გუშინ, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" ირგვლივ გამართული დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება ხდებოდა, როგორც სტუდიაში, ასევე შენობის გარეთაც, სადაც `"მმართლმადიდებლ მშობელთა კავშირის" და "სახალხო მმართლმადიდბებელი მოძრაობის" წევრები იყვნენ შეკრებილი. ამ დროისთვის მოძრაობის რვა წევრი დაკავებულია.