პარტია "თავისუფლების" ლიდერი, დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრება. დეპუტატები განიხილავენ კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებას მისი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ორშაბათს, ბიუროს წარუდგენს, რის შემდეგაც საკითხს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. საკანონმდებლო ორგანო გამსახურდიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 3 ნოემბრის სესიაზე მიიღებენ.