თავდაცვის მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც 300 მილიონი დოლარით უკრაინისთვის დახმარებას ითვალისწინებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვეტო დაადო.
რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, 2016 წელს თავდაცვის ხარჯების 612 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა.
ბიბისის" ინფორმაციით, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს თანხების გადაჭარბებულ ხარჯვას უსარგებლო პროგრამებზე, ასევე აფერხებს გუანტანამოს ციხის დახურვის პროცესს. პრეზიდენტის მოსაზრებით, კანონპროექტი შეაფერხებს ასევე არმიის მოდერნიზებისთვის აუცილებელ რეფორმებსაც.
ობამას ვეტოს გამო ამერიკულ კონგრესს დოკუმენტის გადახედვა მოუწევს. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, ობამა არმიის ნაცვლად უპირატესობას შიდა პოლიტიკას ანიჭებს და ამით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ_ის კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მათ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმა არა აქვთ.