ჩილეში ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად გამოაცხადეს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება. გამოცემის თანახმად, ჩილე მესამე სამხრეთ ამერიკული ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვეს. ქორწინებაზე განაცხადი უკვე არატრადიციული ორიენტაციის 500-მდე წყვილმა შეიტანა.