ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მემუარები გამოსცა. კურმანბეკ ბაკიევის წიგნი, სახელწოდებით „ტკივილი, სიყვარული, იმედი: ჩემი ყირგიზეთი“ ბელარუსში გამოიცა, სადაც ქვეყნიდან გაქცეულმა ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. გამოცემის ტირაჟი 2000 ეგზემპლარს შეადგენს. წიგნი რუსულ და ყირგიზულ ენებზე გამოვიდა.