შვედი კილერი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 21 წლის თავდამსხმელის გარდაცვალების ფაქტი პოლიციამკ უკვე დაადასტურა. ნიღბიანი ახალგაზრდა ქალაქ ტროლჰეტანის ერთ-ერთ სკოლაში 2 დღის წინ შეიჭრა და ხანჯლით 3 ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. ასევე უცნობია დანაშაულის მოტივი.