პუტინი დასავლეთს სირიაში ტერორიზმთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვალდაის ფორუმზე გააკეთა. “სირია, ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად, შესაძლოა პარტნიორობის მოდელად იქცეს. ამისთვის საერთო ინტერესების დასაცავად ტერორიზმის წინაშე გაერთიანებაა საჭირო,”-აღნიშნა კრემლის ლიდერმა.