თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების ინიციატივა დაბლოკა. 612 მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას, მათ შორის, თავდაცვითი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და უპილოტო თვითმფრინავების გადაცემას ითვალისწინებდა, ბარაქ ობამამ ვეტო დაადო. მანამდე რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. როგორც ობამამ განმარტა, თავდაცვის ბიუჯეტის 90 მილიარდი დოლარით გაზრდას ის მიზანშეუწონლად მიიჩნევს და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად ხარჯვას ვერ დაუშვებს.