უკრტრანსნაფტის გენერალური დირექტორი შესაძლოა კობა ნაყოფია გახდეს. კონკურსის შედეგად კომპანიის დირექტორის პოსტზე 5-დან 2 კანდიდატურა შეირჩა. თანამდებობაზე ნიკოლაი გავრილენკო და კობა ნაყოფია განიხილებიან. გავრილენკო დონეცკის მკვიდრი და კომპანია ვიკ ოილის დამაარსებელია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს ფლობდა, კობა ნაყოფიას კი უკრაინული პრესა სააკაშვილის ერთ-ერთ თანამებრძოლად და მის “ოქროს საკრედიტო ბარატად” მოიხსენიებს. უკრტრანსნაფტის ყოფილი მმართველის ალექსანდრ ლაზარენკოს წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ქვეყნიდან ის რამდენიმე თვის წინ გაიქცა.