22 და 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი 2015-2016 წლების თეატრალური სეზონის ფარგლებში რიგით მეორე პრემიერას გამართავს.
თეატრი მაყურებელს შესთავაზებს სპექტაკლს "ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი". პიესის ავტორია ირაკლი სამსონაძე, ხოლო რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ლაშა შეროზია.
დადგმა განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი რეჟისორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში).
დამდგმელი მხატვარი - თამარ ჭავჭანიძე
მხატვარი - ნათია ბერაძე
ტექნიკური რეჟისორი - მარი აბესაძე
მონაწილეობენ:
ნინო აბესაძე, ნანა ცხვირაშვილი, ნანა ისიანი, თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, , ბადრი ტაბატაძე , ვახტანგ კვინიკაძე.