ამერიკის სახელმწიფო მდივანი ებრაელებსა და პალესტინელებს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ჯონ ქერიმ ბერლინში გააკეთა, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გახშირებულ ძალადობის აქტებზე პასუხისმგებლობა პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს და მოძრაობა ჰამასს დააკისრა. თვის დასაწყისიდან დღმდე აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელთა თავდასხმებს 8 ებრაელი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.