ტექნიკური უნივესიტეტის მე-9 კორპუსთან შემთხვევა წუხელ მოხდა. დაჭრილია "კავკასიის ბიზნეს სკოლის" ორი სტუდენტი. ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ გოგონას გამო დაუპირისპირდნენ. დაზარალებულებს ჭრილობები წელისა და მუცლის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული
19 წლის ზაზა კოხრეიძე და 18 წლის გიორგი კიკვაძე ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.