ოსკარებით დაჯილდოვების 88-ე ცერემონიალს ცნობილი ამერიკელი კომიკოსი კრის როკი გაუძღვება. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. როკის კარიერაში ეს პირველი პრეცედენტი არ იქნება. მას ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონიის წაყვანის პატივი 2005 წელსაც ერგო.