ოდესაში გადაუდებელი რადიკალური რეფორმები იწყება. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა მადრიდში ევროპის სახალხო პარტიის სესიაზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეფორმების პაკეტი მან პრეზიდენტ პოროშენკოს უკვე შესთავაზა. „პოლიტიკაში მოდიან ახალგაზრდები. ისინი უკრაინის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფენ,“-აღნიშნა სააკაშვილმა.