რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ქალმა ნადეჟდა სავჩენკომ პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ ერთხელ მიმართა. განსასჯელის თქმით, ამჟამად შიმშილობა მისი მთავარი იარაღია. გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკომ ანდერძიც შეადგინა, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. უკრაინელი სამხედრო მფრინავი რუსებმა გასული წლის ზაფხულში დონბასში დაატყვევეს და რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ. სავჩენკო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.