სკანდალურმა ინტერნეტ-პორტალმა ვიკილიკსმა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის, ჯონ ბრენანის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნება დაიწყო. საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორის ბრენანის პირადი დოსიე, ასევე წამების ის მეთოდებია ნახსენები, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები იყენებდნენ. საიდუმლო დოკუმენტებში ირანის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკაზეც არის საუბარი.