მოსკოვში სირიის პრეზიდენტის ვიზიტს ობამას ადმინისტრაცია გამოეხმაურა. “გულთბილი შეხვედრა, რომელიც მოსკოვში ასადს მოუწყვეს ეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც მოსკოვი სირიაში ხელისუფლების პოლიტიკური გზით ცვლილების მომხრეა. ასადს, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა, რუსეთი იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ კონფლიქტი გააჭიანუროს,”-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. სირიის მოქმედი პრეზიდენტი რუსეთს 2 დღის წინ სტუმრობდა. მას კრემლის ლიდერმა უმასპინძლა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.