რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უწყების 3-წლიანი მუშაობა შეაჯამა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, სოფელ დართლოსა და კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაცია და მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, 50 ახალი და 88 რებილიტირებული ხიდი, ქუთაისის, სამტრედიის, ქობულეთის შემოვლითი გზები.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ღონისძიებებზე.
მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალიც.
სამინისტროს ანგარიშს დიპლომატები, დონორ ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.