მოსკოვში სირიის პრეზიდენტის მოულოდნელ ვიზიტს თურქეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ახმეტ დავიდოღლუმ ბაშარ ასადს რუსეთში დარჩენა ურჩია.
„რა შემიძლია ვთქვა? რაც უფრო მეტხანს დარჩება ის მოსკოვში, მით უფრო მეტხანს ექნება სირიელ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება, მაგრამ თუკი ის რუსეთში სამუდამოდ დარჩება, ეს სირიაში ხელისუფლების ცვლის პოლიტიკური პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.