ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინს მადლობა პირადად გადაუხადა. მოსკოვში ვიზიტისას სირიის ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა მოვლენების უფრო ტრაგიკულად განვითარებას ხელი შეუშალა.
„მადლობას ვუხდი რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პუტინს იმ დახმარებისთვის, რაც რუსეთმა სირიას გაუწია. მადლობა იმისთვის, რომ ისინი სირიის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. რომ არა რუსეთი, მოვლენები სირიაში გაცილებით ტრაგიკულად განვითარდებოდა,“-აღნიშნა ასადმა.