სირიის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია. ბაშარ ასადისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ გუშინ შედგა, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. პუტინის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. 2011 წელს სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს უცხოეთში ასადის პირველი ვიზიტია.