საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს არ შეუშლის. ეს განცხადება ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბრუსელში გააკეთა.
ამას გარდა, აპარტურიამ ამ საკითხზე რასმუსენის პოზიციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს გენერალური მდივანი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობამ ალიანსის გაფართოებისას ყველა სხვა საკითხი გადაწონოს.
რუსეთმა შესაძლოა ნატოს ავღანეთში უსაფრთხოების ძალების წვრთნისა და აღჭურვის საქმეში დახმარეობა გაუწიოს. სწორედ ეს საკითხები განიხილება რასმუსენის მოსკოვში ვიზიტისას, რომელიც დეკემბერში იგეგმება.
.