21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში დოკუმენტური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი "სინედოკ თბილისი" გაიმართება. ჩვენებები კინოთეტრებში "ამირანი", "რუსთაველი" და "ფრონტლაინ კლუბ ჯორჯიაში" შედგება.
კინოფესტივალის მუდმივ საკონკურსო სექციებს წელს ახალი სექცია - სტუმარი ქვეყანა დაემატა, რომლის პირველი მონაწილეც ისრაელი იქნება. ფფესტივალზე დასასწრებად თბილისს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი რეჟისორები ეწვევიან.