პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალია საბანაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვს.
როგორც ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯაფარიძემ განაცხადა, სხდომაზე ევროკავშირში საქართველოს ელჩის მიწვევა ურიგო არ იქნებოდა, რადგან მას ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია აქვს, რაც დეპუტატებს არ გააჩნიათ.
„ნატალია საბანაძის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომელიც კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანია“, - დასძინა ჯაფარიძემ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მოხსენებით გამოდიან - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.