თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულში "ისლამური სახელმწიფოს" სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია განახორციელეს, სადაც უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩასულ მოზარდებს ისლამისტ მებრძოლებად ამზადებდნენ.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უზბეკეთის და ტაჯიკეთის 53 მოქალაქე, მათ შორის 24 თვრამეტ წლამდე ასაკისაა.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები სპეციალური მომზადების შემდეგ სირიასა და ერაყში გამგზავრებას გეგმავდნენ.