ოჰაიოს შტატში სასიკვდილო განაჩენის არსრულება 2017 წლამდე გადაიდო. ამის მიზეზი სასიკვდილო პრეპარატების უკმარისობა გახდა. რეაბილიტაციისა და კორექციის დეპარტამენტის განმარტებით, პრეპარატების არარსებობის გამო 12 სიკვდილმისჯილის დასჯა 2 წლით გადაიდო. სასიკვდილო განაჩენი დღემდე აშშ-ს 32 შტატში მოქმედებს.