სირიაში ამბოხებულთა ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. „კატაიბ ალ-ნურ ალ-დინ ალ-ზინკის“ დაჯგუფების ლიდერი ნასიფ ისმაილი ალეპოში სახელისუფლო ძალების იერიშს ემსხვერპლა. მასირებულ იერიშებს ასადის არმია ალეპოზე 16 ოქტომბრიდან რუსული ავიაციის მხარდაჭერით ახორციელებს.