ინდოეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. პენჯაბის პროვინციის მოსახლეობა პოლიციას ორი დემონსტრანტის მკვლელობაში ადანაშაულებს და დამნაშავეთა გასამართლებას მოითხოვს. ტრაგედია პენჯაპში გასულ კვირას დატრიალდა, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი მოსახლეობა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას აპროტესტებდა.