სლოვენიამ ლტოლვილებს საზღვარი გაუხსნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ხორვატიიდან სლოვენიაში 5 ათასამდე მიგრანტი გადავიდა. მანამდე ლტოლვილებმა ერთი დღე გაუსაძლის სიცივეში, ღია ცის ქვეშ გაატარეს. რამდენიმე მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. უკვე ცნობილია, რომ სლოვენია ყოველდღიურად 2500, ხორვატია- 5000, ხოლო ავსტრია 1500 მიგრანტს მიიღებს.