მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქი კვეტა გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო ავტობუსში ამოქმედდა. აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.