ეუთოს ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს მისიის საქართველოში დასაბრუნებლად. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა , გეორგეოს პაპანდრეუსმა განაცხადა.
სპეციალურ მიმართვაში, პაპანდრეუსი მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და საკმაოდ ვრცელ დროს საქართველოს საკითხს უთმობს. პაპანდრეუსის თქმით, ორგანიზაცია საქართველოში არსებული ვითარების უკანა პლანზე დატოვებას არ აპირებს და ეს ეუთოს მტკიცე პოზიციაა.
"კვლავ არსეობს გაყინული კომფლიქტები და ჩვენ არ გვაქვს უფლება ისინი უყურადღებოდ დავტოვოთ. საქართველოში აგვისტოში განვიტარებულმა მოვლენებმა ეს შეხებულება კიდევ უფრო გაამყარა. ადამიანები საკუთარ თავზე განიცდიან ამ კონფლიქტის შედეგებს. სინამდვილეში კი მათ მშვიდობა და სტაბილურობა ესაჭიროებათ და არა მყიფე სტაბილურობა. საქართველოში არსებული ვითარება ეუთოს მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ეუთოს არსებობის აუცილებლობაში დავარწმუნოთ. ეს განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებს ეხება. ჩვენ ამისათვის ძალსხმევას არ დავიშურებთ",_ აცხადებს გეორგეოს პაპანდრეუსი.