დასავლეთის სანქციები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.
„დასავლეთ ევროპა, აშშ, კანადა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა მთელი მსოფლიო არ არის. დანარჩენი მსოფლიო ჩვენთვის გახსნილია. აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა...- მათთან ვაჭრობაც გვაქვს და დასასვენებლადაც შეგვიძლია წასვლა,“-აღნიშნა ივანოვმა.