საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულა. პრეზიდენტს ეკლესიაში ისრაელში მცხოვრები ქართველები შეხვდნენ. ისრალეში იმყოფება პირველი ლედიც. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ წმინდა გიორგის საფლავი და წმინდა ნაწილები მოილოცეს, მოგვიანებით კი ეკლესიაში პარაკლისს დაესწრნენ. ეკლესიის წინამძღვარმა მამა ნიკოდი-მოსმა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.