პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო იქმნება. საბჭოს 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია აირჩევს. ამ მიზნით, მთავარი პროკურორის მოწვევით დღეს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება შეიკრიბება. ონისძიება აშშ საელჩოს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობების მხარდაჭერით ტარდება.