უამინდობა ნიუ იორკში. შტატის უმეტეს რაიონებში გადაუღებლად თოვს. რიგ მონაკვეთებზე თოვლის საფარის სიმაღლემ 15 სანტიმეტრს გადააჭარბა. უხვთოვლობამ საავტომობილო მაგისტრალების პარალიზება გამოიწვია, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ იმატა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა შექმნილი ოლბანში, სადაც რამდენიმე კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა.