ვაშინგტონმა თეირანისთვის სანქციების მოხსნის პროცედურა დაიწყო. ფორმალური განკარგულება პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო დეპარტამენტს, ვაჭრობის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს მისცა. სანქციები ირანს მას შემდეგ მოეხსნება, რაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო დაადასტურებს, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები თეირანმა უკვე შეასრულა.