სტამბოლში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 50-მდე ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა უიცხოეთის მოქალაქეა, რომლებიც სირიასა და ერაყში გადასვლას თურქეთის გავლით ცდილობდნენ. თურქეთის პოლიციამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ანკარის ტერაქტების შემდეგ გაააქტიურა.