გერმანიის კანცლერი თურქეთს ლტოლვილთა მიღების სანაცვლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ჰპირდება. ამის შესახებ ანგელა მერკელმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. კანცლერმა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოგანთან გამართა და მასთან ერთად მიგრანტთა კრიზისი განიხილა. ევროკავშირი თურქეთს მიგრანტთა ნაკადის მიღების სანაცვლოდ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას სთავაზობს, ანკარა კი ევროკავშირში მიღების პროცედურის დაჩქარებას ითხოვს. დღემდე მერკელი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.