ერაყში სახელისუფლო ძალებსა და ისლამისტებს შორის შეტაკებები გრძელდება. არმია მასირებულ იერიშებს სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტზე ახორციელებს. 2005 წლამდე ტიკრიტის საპრეზიდენტო კომპლექსს ამერიკელები აკონტროლებდნენ, მოგვიანებით კი ჰუსეინის სასახლე ერაყის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. გასულ წელს ტიკრიტზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ დაამყარა.