მორიგი თავდასხმა ისრაელში. ქალაქ ბეერ-შევას სამხრეთ რაიონში ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ებრაელ ჯარისკაცს თავს პალესტინელი ახალგაზრდა დაესხა. მან სამხედრო მოსამსახურეს იარაღი წაართვა და ადგილზე მოკლა. ამის შემდეგ თავდამხმელმა ცეცხლი მგზავრების მიმართულებით გახსნა, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი დაიჭრა. პალესტინელმა გაქცევა სცადა, თუმცამას გზა პატრულმა გადაუღობა. პოლიციელებმა თავდამხმელი სასიკვდილოდ დაჭრეს.