თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა უზნაძის #13-ში სამახატვრო გალერეა ,,იარტი“ მის დამფუძვნებელთან ია ბოკუჩავასთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,, ამ გალერეის შექმნით თითქოსდა ნიკო ფიროსმანის ოცნება ასრულდა“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო ყოველთვის გვერდში დაუდგება ისეთ წამოწყებებს, რომლებიც სახელოვნებო განათლებასა და კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, ,,იარტი’’ მომავალი წლიდან თბილისობის დღესასწაულშიც ჩაერთვება და გალერეაში ჩატარებული ღონისძიება უკვე სახალხო ზეიმის ფარგლებში გაიმართება.
როგორც ია ბოკუჩავამ აღნიშნა, ,,იარტი“ იქნება ხელოვნების სახლი, რომელიც ახალგაზრდა მხატვრებს საკუთარი თავის წარმოჩენაში შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, გამოფენების გარდა მოეწყობა პოეზიისა და მუსიკის საღამოები. გალერეაში ასევე ჩატარდება მასტერკლასები, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილი მხატვრების შემოქმედებას.