თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" დაკავებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ მიაწოდა.
საქალაქო სასამართლოში პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.
თამარ ჩერგოლეიშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართული პოსტერების ოპერის შენობასთან ღობეზე გაკვრისთვის დააკევეს.
მასთან ერთად დაკავებულნი იყვნენ "ტაბულას" გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი.