თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
თბილისის სანაპირო და გმირთა მოედანი დაიტბორა.
დაიტბორა თამარაშვილის ქუჩაც. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე წყლის ნაკადი მიედინება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში.