ყაზახეთის სამიტზე დსთ-ს ქვეყნების ლიდერთა საბჭომ საზღვრების ერთობლივი დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით ერთობლივი ძალების ფორმირება იგეგმება, რომელიც კრიზისულ სიტუაციაბში დსთ-ს საზღვრებს დაიცავს. სამიტი ყაზახეთის ქალაქ ბურაბაიში დღეს დაიწყო. მასში რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები მონაწილეობენ.