დღეს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე "თავდაცვის შესახებ" კანონში, პრეზიდენტის მიერ შეტანილ, შესწორებას განიხილავენ. კანონი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის ოპერატიულ გამოყენებას ითვალისწინებს.
ადრე კანონი შეიარაღებული ძალების გამოყენებას საზღვრებს გარეთ მხოლოდ საერთაშორისო ანტიტერორისტული ქმედებების დროს უშვებდა. მათში შესწორებების შეტანის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება მისი მოქალაქეების დაცვის მიზნითაც ხდება შესაძლებელი.
ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ ოზეროვის განცხადებით, ამ კანონის მიღება რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. დიმიტრი მედვედევის ინივიატივა, რუსეთის სათათბირომ სამივე მოსმენით დაამტკიცა.