ამერიკული რომანტიკული კომედია „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ სერიალის სახით გაგრძელდება. ამის შესახებ The Hollywood Reporter იტყობინება. სცენარზე რონალდ ბესი მუშაობს. სერიალი ტელეკომპანია ABC-ის ეთერში გავა. თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი 30 წუთს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ჯულია რობერტსი ფილმში მონაწილეობას.